← მთავარი გვერდი

სამართლებრივი

მომსახურების წესები

Z3NO-ს კურსებით სარგებლობის პირობები, მათ შორის გადახდა და თანხის დაბრუნება.

ბოლო განახლება: 3 ოქტომბერი, 2026კონფიდენციალურობის პოლიტიკა →

01ზოგადი დებულებები

ეს წესები არეგულირებს Z3NO-ს (z3notrading.com) საგანმანათლებლო მომსახურებით სარგებლობას. განაცხადის გაგზავნით ან გადახდით ადასტურებ, რომ წაიკითხე და ეთანხმები ამ წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

02მომსახურება

Z3NO გთავაზობს ფიუჩერსებით ვაჭრობის ონლაინ სწავლებას სამ პაკეტად:

  • ვიდეოლექციები: ჩაწერილი ვიდეოლექციები და დახურული სტუდენტური ჯგუფი. ეს პაკეტი სრულ კურსს არ მოიცავს.
  • სრული მენტორინგი: ყველაფერი, რაც ვიდეოლექციებშია, დამატებით ჯგუფური ლაივ შეხვედრები მენტორთან, კვირაში 2-ჯერ.
  • 1-on-1 მენტორინგი: ყველაფერი, რაც ვიდეოლექციებშია, დამატებით პირადი ლაივ შეხვედრები მენტორთან კვირაში 2-ჯერ, ტრეიდების ინდივიდუალური ანალიზი, პერსონალური სავაჭრო გეგმა და პირდაპირი კავშირი მენტორთან. ჯგუფური ლაივ შეხვედრები ამ პაკეტში არ შედის. პირადი შეხვედრების დროს მენტორთან ერთად შეათანხმებ.

ვიდეოლექციები Telegram-ზეა, სტუდენტური ჯგუფი კი Discord-ზე. ყველა პაკეტზე წვდომა სამუდამოა (იხ. წვდომა და ანგარიში). კურსის სავარაუდო ხანგრძლივობა 1–2 თვეა. კურსის მასალებს დროდადრო ვაახლებთ და ვხვეწთ.

03ვის შეუძლია რეგისტრაცია

მომსახურებით სარგებლობა შეუძლია 18 წელს მიღწეულ პირს. რეგისტრაციისას სწორი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდო.

04ფასი და გადახდა

ფასები საიტზე აშშ დოლარშია მითითებული. გადახდა შეგიძლია ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან კრიპტოვალუტით; დეტალებს რეგისტრაციის შემდეგ გამოგიგზავნით. კურსზე წვდომას იღებ გადახდის დადასტურების შემდეგ. ფასების ცვლილება უკვე გადახდილ პაკეტებზე არ ვრცელდება.

05თანხის დაბრუნება

Z3NO-ს კურსები ციფრული საგანმანათლებლო პროდუქტია და მასალებზე წვდომას გადახდისთანავე იღებ, ამიტომ გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ეს ეხება იმ შემთხვევასაც, როცა კურსს ბოლომდე არ გაივლი ან მონაწილეობას შეწყვეტ.

გადახდით ადასტურებ, რომ ითხოვ მომსახურების დაუყოვნებლივ დაწყებას და აცნობიერებ, რომ წვდომის მიღების შემდეგ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების უფლებას კარგავ.

გამონაკლისები:

  • თუ ერთი და იგივე გადახდა შეცდომით ორჯერ განხორციელდა, ზედმეტ თანხას დაგიბრუნებთ;
  • თუ Z3NO ვერ შეძლებს გადახდილი მომსახურების მიწოდებას, დაგიბრუნებთ მიუწოდებელი ნაწილის ღირებულებას;
  • ეს პუნქტი არ ზღუდავს იმ უფლებებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით გაქვს და რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია.

თუ არ იცი, რომელი პაკეტი შეგეფერება, გადახდამდე მოგვწერე და არჩევაში დაგეხმარებით.

06წვდომა და ანგარიში

სამუდამო წვდომა ვრცელდება შეძენილი პაკეტის ყველა ნაწილზე (ვიდეოლექციები, სტუდენტური ჯგუფი და პაკეტში შემავალი შეხვედრები) მანამ, სანამ Z3NO ამ მომსახურებას ახორციელებს. თუ მომსახურებას ოდესმე შევწყვეტთ, სტუდენტებს წინასწარ შევატყობინებთ.

წვდომა პირადია: არ შეიძლება ანგარიშის, ბმულების ან მასალების სხვისთვის გადაცემა. ამ წესის დარღვევისას წვდომა შეიძლება შეგიწყდეს თანხის დაბრუნების გარეშე.

07ლაივ შეხვედრები

სრული მენტორინგის ჯგუფური შეხვედრები კვირაში 2-ჯერ, წინასწარ გამოცხადებული გრაფიკით ტარდება. გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს; ცვლილების შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ. გაცდენილი ჯგუფური შეხვედრა ინდივიდუალურად არ მეორდება. 1-on-1 პაკეტის პირადი შეხვედრები კვირაში 2-ჯერ, მენტორთან შეთანხმებულ დროს ტარდება.

08ინტელექტუალური საკუთრება

კურსის ყველა მასალა (ვიდეო, ტექსტი, გრაფიკები, შაბლონები) Z3NO-ს საკუთრებაა და შეგიძლია გამოიყენო მხოლოდ პირადი სწავლისთვის. Z3NO-ს წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია მასალების ჩაწერა, კოპირება, გავრცელება, გაყიდვა ან საჯაროდ გაზიარება.

09ქცევის წესები

სტუდენტურ ჯგუფსა და შეხვედრებზე ველით ურთიერთპატივისცემას. აკრძალულია შეურაცხყოფა, სპამი, სხვა სერვისების რეკლამა და სიგნალების ან სავაჭრო მომსახურების გაყიდვა. დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ჯგუფიდან ან კურსიდან გარიცხვა, თანხის დაბრუნების გარეშე.

10რისკის გაფრთხილება

ფიუჩერსებით ვაჭრობა მაღალ რისკთან არის დაკავშირებული და შეიძლება გამოიწვიოს ანგარიშზე არსებულ თანხაზე მეტის დაკარგვაც.

Z3NO-ს მასალები, შეხვედრები და მენტორების მიერ ნაჩვენები გარიგებები მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათისაა და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ფინანსურ ან საინვესტიციო რჩევას. წარსული შედეგები მომავალ შედეგს არ განსაზღვრავს. Z3NO არ გპირდება მოგებას და არ აგებს პასუხს შენი სავაჭრო გადაწყვეტილებების შედეგზე.

Z3NO არ არის ბროკერი და სტუდენტების თანხებს არ იღებს და არ მართავს. ვაჭრობის შესახებ ყველა გადაწყვეტილებას შენ იღებ.

11პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კანონით დაშვებულ ფარგლებში Z3NO-ს პასუხისმგებლობა ნებისმიერ პრეტენზიაზე შემოიფარგლება შენ მიერ შესაბამის პაკეტში გადახდილი თანხით. Z3NO არ აგებს პასუხს მესამე მხარის სერვისების (Discord, Telegram, ბროკერები, სავაჭრო პლატფორმები) გაუმართაობაზე.

12წესების ცვლილება

წესები შეიძლება განვაახლოთ. ახალი ვერსია ძალაში შედის ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე, თუმცა უკვე გადახდილ პაკეტზე შენს საზიანოდ არ გავრცელდება.

13მოქმედი კანონმდებლობა

ამ წესებზე საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება. დავის მოგვარებას ჯერ მოლაპარაკებით ვცდილობთ; თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, დავას საქართველოს სასამართლო განიხილავს.

14კონტაქტი

წესებთან დაკავშირებული კითხვით მოგვწერე: